Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2016–2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    2016–2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართოს 2017 წლის 8 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით.
2.    2016–2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო ნაშრომების შესაბამის ინსტიტუტებში წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს 2017 წლის 13 იანვარი.
3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი                      /ნანი გაფრინდაშვილი/